მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა მაშველებმა განადგურებული შენობის ნანგრევებიდან 9 ცხედარი ამოიტანეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

უკრაინელმა მაშველებმა კიევის ოლქის ქალაქ რჟიშჩევში, რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 1 დაღუპულის ცხედარი. მანამდე დადასტურებული იყო 8 ადამიანის სიკვდილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 23 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

რუსეთმა კიევის და უკრაინის სხვა ოლქებზე დრონებით იერიში 22 მარტს მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ რჟიშჩევში ნაწილობრივ დაინგრა საერთო საცხოვრებლის ორი 5-სართულიანი შენობა და ლიცეუმის 3-სართულიანი სასწავლო კორპუსი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 22 მარტს რუსეთმა გამოიყენა 21 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 16 თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და მათ დაჰპირდა ყველაფრის აღდგენას, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

კერძოდ, ზელენსკი იმყოფებოდა სოფელ პოსად-პოკროვსკოეში, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად ბევრი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.

„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ. ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად სოფელ პოსად-პოკროვსკოეში მიმდინარეობს ელექტროქსელებისა და წყლის მომარაგების აღდგენა, შენდება სამედიცინო ამბულატორია, დასახლებაში მოსახლეობა ბრუნდება. ზელენსკის თქმით, ხელისუფლება ეცდება, ძირითადი სამუშაოები ზამთრის დადგომამდე შესრულდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გადასცა სახელმწიფო ჯილდოები უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის თავდაცვაში მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი იმყოფებოდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, ასევე ხარკოვში.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს. თანხა ორ მთელ ექვს მეათედჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. ამავე შეფასების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის მიღმა აღმოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button