მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა 15 კილომეტრით წინ წაიწიეს და სამი სოფელი გაანთავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება facebook-ში წერს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 კილომეტრით წინ წაიწიეს.

“ფრონტზე მტრის არტილერია წუთითაც არ ჩერდება, თუმცა მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობელს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ”- ნათქვამია გაერთიანებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულმა ჯარებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ლისიჩანსკზე, დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 წლის ბავშვი, დაშავებულია ერთი ადამიანი.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი და ადგილობრივი მაღარო. აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევის დასახლებებშიც. ოკუპანტებმა ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების დაბომბვაც განაახლეს.

მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკში. მტერი სევეროდონეცკზე, ბახმუტსა და ლისიჩანსკზე კონტროლის დამყარებას და მცირე გამარჯვების მოპოვებას ცდილობს. ქალაქ სევეროდონეცკში რამდენიმე რაიონი მთლიანად განადგურებულია. მტერმა იერიშები დასახლებულ პუნქტებზე, საავადმყოფოებზე და ცენტრალურ რაიონებზე ურაგანით, გრადით, სმერიჩითა და სონლნეპიოკით მიიტანა. ოკუპანტები უკრაინელი სამხედროების პოზიციების წინააღმდეგ ასევე არტილერიას და ზალპურ სარაკეტო სისტემას იყენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button