უკრაინელმა სამხედროებმა 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
📌ჯარისკაცი – დაახლოებით 20 000
📌ტანკი – 756
📌ჯავშანტექნიკა – 1 976
📌საარტილერიო სისტემა – 366
📌სარაკეტო სისტემა – 122
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66
📌თვითმფრინავები – 163
📌ვერტმფრენი – 144
📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 443
📌გემი/ნავი/კატარღა – 8
📌საწვავის რეზერვუარი – 76
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 135
📌სპეციალური აღჭურვილობა – 25
📌გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.
აფრანგეთის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქების ქონება დააყადაღა. სანქციების ფარგლებში, დაყადაღებულია პუტინის ახლო მეგობრის, არკადი როტენბერგის ვილა სენ-ჟან-კაპ-ფერატზე. ვილა 35 მილიონ დოლარადა შეფასებული.
ამავე კონცხზე დააყადაღეს, პუტინის გელენჯიკის სასახლის ოფიციალური მფლობელის, ალექსანდრე პონომარენკოს ვილა.
ასევე, SUEK-ისა და EuroChem-ის მფლობელის, ანდრეი მელნიჩენკოს ვილა კოტ-დ’აზურზე, კანში დააყადაღეს Sibur-ის ყოფილი თავმჯდომარისა და თანამფლობელის, დიმიტრი კონოვის სახლი.
ასევე დაყადაღებულია მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს მეუღლის, ელენა ერმაკოვას კუთვნილი ორი სასტუმრო.