მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი მი-24 და 7 უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსების კუთვნილი Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Mi-24 ტიპის ვერტმფრენი და შვიდი დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულიძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 6 რაიონი.
„გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს, გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, ვერტმფრენი Mi-24 და შვიდი დრონი“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა, მათ შორის დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონოს ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 88 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გარდა ამისა, რუსულმა ქვედანაყოფებმა ნაღმმტყორცნებითა და საარტილერიო დანადგარებით დაცხრილეს დონეცკის, ლუგანსკის, ჩერნიგოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ხარკოვის ოლქების ათეულობით დასახლებული პუნქტი.

გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით მოიგერიეს 85-ზე მეტი შეტევა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 151 370
​ტანკი – 3 405
ჯავშანტექნიკა – 6 673
საარტილერიო სისტემა – 2 402
სარაკეტო სისტემა – 484;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247
თვითმფრინავები – 301
ვერტმფრენი – 289
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 061
საკრუიზო რაკეტები – 873
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 281
გემი/ნავი/კატარღა – 18
​სპეციალური აღჭურვილობა – 230.

მსგავსი პოსტები

Back to top button