მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა დღე-ღამის განმავლობაში 200 ოკუპანტი გაანეტრალეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დღე-ღამის განმავლობაში  ომის 30-ე დღეს უკრაინელი ხალხი თავდასხმას გმირულ წინააღმდეგობას უწევს და ბოლო 24 საათში 200 დამპყრობელი გაანეიტრალეს.

ასევე მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს და გაანადგურეს მრავალი ერთეული ტექნიკა

“ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შემოტევა, გაანადგურეს 21 ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკისა და ავტომობილისა და 9 საარტილერიო სისტემა. მოწინააღმდეგემ დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ დაარტყა მტრის 6 საჰაერო სამიზნეს, რომელთა შორის იყო: 1 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსან რაკეტა,” – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.

“დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკოეს მიმართულების ნაწილზე თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. აქ ძალისხმევა კონცენტრირებულია მოწინააღმდეგის მხრიდან გარღვევის თავიდან აცილებაზე, ხოლო ვოლინის მიმართულებით – სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე.

სევერშჩინაში, ჯარების დაჯგუფება აკონტროლებს ქალაქ ჩერნიგოვს და აჩერებს მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. კიევის თავდაცვა ასევე აგრძელებს მტრის შეტევის მოგერიებას,” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button