მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა, თავდასხმა კიდევ 13 დასახლებასთან მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ბახმუტთან და დონბასის კიდევ 13 სხვა დასახლებასთან მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის პლოშანკას, ბელოგოროვკას, ჩერვონოპოპოვკას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, სოლის, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას, ვოდიანეს, კრემენაიას, პობედას, მაიორსკის, მარინკას და ველიკა ნოვოსელკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების განლაგების ადგილებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დარტყმა მიაყენეს 2 სამეთაურო პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 8 ტერიტორიას, საზენიტო-სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალის 3 საცავს, ასევე მტრის 2 სხვა მნიშვნელოვან სამიზნეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 15 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა, რომ დონეცკის ოლქისთვის მკაცრი ბრძოლა გრძელდება, ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემინასთვის და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button