მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინიამ რუსეთის არმიას გაუნადგურეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიას გაუნადგურეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“.

პირველი ცნობა, რომ ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადამ შავი ზღვის აკვატორიაში „ფორპოსტი“ ჩამოაგდო, 1 აპრილს, საღამოს გამოქვეყნდა უკრაინის საჰაერო ძალების სამხრეთის სარდლობის ფეისბუკის გვერდზე.

მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული დრონი „ფორპოსტი“, რომელიც თურქული „ბაირაქთარის“ ანალოგს ჰგავს, დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი ღირს. ევლაშის ინფორმაციით, დიდი ზომის ამ უპილოტო საფრენ აპარატს დაზვერვასთან ერთად შეუძლია ორი რაკეტით ან სხვა იარაღით ხმელეთზე სამიზნეების განადგურება.
“საჰაერო ძალებმა დღეს საკმაოდ კარგ სამიზნეზე იმუშავეს, ასეთი მიზნები იშვიათად გვაქვს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება”, – თქვა მან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედროების მიერ შავ ზღვაში „ფორპოსტის“ ჩამოგდების შესახებ არაფერი უთქვამს. რუსული წყაროების თანახმად, „ფორპოსტი“ სამხედრო დანიშნულების მრავალმიზნიანი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც 2014 წელს დააპროექტა რუსულმა კონცერნმა „რადიოტექნიკური და საინფორმაციო სისტემები“. დრონის შექმნისას საყრდენ ბაზად გამოიყენეს ისრაელში წარმოებული დრონი Searcher II.

მსგავსი პოსტები

Back to top button