მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის არმიამ 10 დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა და 75 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცალკეულ მიმართულებებზე ახდენს გადაჯგუფებას და მისი ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის შვიდი დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 8 რაიონი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 7 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 133 190
​ტანკი – 3 245
ჯავშანტექნიკა – 6 443
საარტილერიო სისტემა – 2 232
სარაკეტო სისტემა – 461
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 227
თვითმფრინავები – 294
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 958
საკრუიზო რაკეტები – 796
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 107
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 203.

მსგავსი პოსტები

Back to top button