მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა

„ერთობა, რაობა, იმედი”ამ სახელწოდებით ბიზნესმენი ლევან ვასაძე ორგანიზაციას აფუძნებს და პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე პირად ჭრილში გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო, ან საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ

ბიზნესმენის განცხადებით, ბოლო წვეთი მისთვის „დანიელსონის დოკუმენტის“ ხელმოწერა იყო:

“ამ დოკუმენტში ჩემი აზრით, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისათვის კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ. ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება იმიტომ, რომ აწი თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორცილედა და ძალაში შევიდა, ამ დოკუმენტის შედეგად ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროვებული მყიფე და მცირე სუვერენიტეტი, თითქმის აღარ რჩება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები. ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე და ისვე ვერარ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხებია”, – განაცხადა ლევან ვასაძემ

მსგავსი პოსტები

Back to top button