მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის დედაქალაქში პირველი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინაში, კიევში, 1-ლი იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა – ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

29 დეკემბერს ოკუპანტებმა კიევზე კამიკაძე-დრონებითა და სხვადასხვა სახის რაკეტებით იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, კიევში, შევჩენკოვის რაიონში საწყობის ნანგრევებიდან უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, წინა თავდასხმებთან შედარებით, ამ იერიშს კიევში მშვიდობიანი მოსახლეობაში სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი ჰქონდა.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა, 160 კი დაშავდა. ოკუპანტებმა დაბომბეს კიევი, ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავად 159-ზე მეტი. მისი ინფორმაციით, დაზიანდა თითქმის 120 ქალაქი და სოფელი.

“რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. დაზიანდა თითქმის 120 ქალაქი და სოფელი – ასობით სამოქალაქო ობიექტი. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა სამწუხაროდ გარდაიცვალა 39 გარდაიცვალა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მაშველებს და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის, დასავლელ პარტნიორებს კი მხარდაჭერისთვის გადაუხადა მადლობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button