მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უვადო პრივილეგიები და სასჯელისგან გათავისუფლება-ლუკაშენკომ პრეზიდენტის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

აღნიშნული კანონი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალ გარანტიებს ითვალისწინებს, მათ შორის მისი გადადგომის შემდეგაც და მოთხოვნებს ამკაცრებს აღნიშნულ პოზიციაზე სამომავლო კანდიდატებისთვის.

კერძოდ, დოკუმენტი სამუდამო იმუნიტეტს აძლევს ყოფილ პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს. ტექსტის თანახმად, სახელმწიფო ყოფილი მეთაური “არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი ქმედებებისთვის.”

კანონი ასევე უფლებას აძლევს პრეზიდენტს გადადგომის შემდეგ გახდეს სრულიად ბელარუსის ეროვნული კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის უვადო წევრი.
მას სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება თანხა, რომელიც იქნება მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის, გარანტირებული ექნება სამედიცინო უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვა, თანაშემწეთა მომსახურებით სარგებლობა და წვდომა სამთავრობო ქსელებთან.

ცვლილებები ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში მიიღო პრეზიდენტის მოთხოვნების გარდა, პარლამენტი საპრეზიდენტო კანდიდატის მოთხოვნებსაც ცვლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ პირებს, რომლებიც დაბადებით ბელარუსის მოქალაქეები არიან, არიან არანაკლებ 40 წლის, რესპუბლიკაში არანაკლებ 20 წელია ცხოვრობენ და არასდროს არ ჰქონიათ სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება.

როგორც მედია აღნიშნავს, ამდაგვარ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად ერთმევათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ საზღვარგარეთ გადასულიყვნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button