რეგიონი

უკრაინის დროშის სტიკერი ალტ-ინფოს ოფისზე უცნობი პირისგან

მესამე ღამეა,ზუგდიდის ცენტრში მდებარე ალტ-ინფოს ოფისში,უცნობი პირი კარებთან უკრაინის დროშის სტიკერს აკრავს და ასე აგრძელებს პროტესტს ამ ფორმით.

“ის რაც დღეს უკრაინაში ხდება,ეს ენითაუღწერელი სისასტიკე,ვინ შეიძლება რომელი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი დატოვოს ამ ფაქტმა გულგრილი?!….და ასეთ დროს ქალაქის ცენტრში წამოჭიმულია ალტ ინფოს ოფისი,როგორც რუსეთის აგრესიის სიმბოლო,ამ ფაქტს არ შევეგუები,სანამ არ გავლენ აქედან ასე მოვუშლი ნერვებს,
ცოტა ხანში, მე პირადად ვესტუმრები ოფისში რუსეთის დროშით , რადგან მათთვის უკრაინის დროშა მიუღებელია.
გავესაუბრები მათთვის გასაგებ რუსულ ენაზე, რადგან ქართულად საუბრის ღირსად არ ვთვლი. მხოლოდ მტრის ენაზე.”,-
გვითხრა პირმა,რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

შეგახსენებთ,ზუგდიდში ერთ-ერთი კომერციული ფართის მეპატრონე, სადაც ოფისი “ალტ ინფომ” იქირავა, აცხადებს, რომ სივრცე ისე დაუთმო პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ იცოდა რეალურად ვინ იდგა მათ უკან.

ბიზნესმენ გოჩა ბეჭვაიასთან შარშან, 28 დეკემბერს მივიდა ერთი პიროვნება და გაეცნო როგორც “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენელი. დეტალებზე შეთანხმდნენ და რემონტიც დამქირავებლებმა გააკეთეს საკუთარი ხარჯებით. საბოლოოდ, 15 იანვარს ხელშეკრულებაც გაფორმდა ერთი წლის ვადით.

გოჩა ბეჭვაია ირწმუნება, რომ მხოლოდ ერთი კვირის წინ გაიგო, თუ ვის მიაქირავა სინამდვილეში ფართი. ოფიციალური წერილიც გაუგზავნეს სივრცის დაცლის მოთხოვნით, თუმცა “ალტ ინფოს” წევრების თქმით, ეს ხელშეკრულების პირობების დარღვევაა, რომლის თანახმადაც, ორი თვით ადრე უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, მეპატრონის მხრიდან ფართის დატოვების მოთხოვნამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეუძლიათ თავად ბიზნესმენის წინააღმდეგ შეიტანონ სარჩელი სასამართლოში.

იყო თუ არა საზოგადოება აგრესიული ბეჭვაიას მიმართ, ეს მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ფართი “ალტ ინფოს” მიაქირავეს, ბიზნესმენი ამბობს, რომ პირადად მისთვის არავის არაფერი უკადრებია, თუმცა ცუდი შინაარსის არაერთი კომენტარი წაიკითხა სოციალურ ქსელში.
ბეჭვაია მოქალაქეთა ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ ირწმუნება, რომ პრორუსები არ არიან და მსგავსი შინაარსის კომენტარებიც მათი მისამართით უსამართლოა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button