მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია არც ერთი წუთით არ დაუტოვებია-მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, რომელიც მისივე თქმით, 100%-იანი არ არის, უკრაინის ელჩს საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია.

როგორც მან აღნიშნა, შეეცდება ამ ინფორმაციის გადამოწმებას.

„გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას.როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. ამ თემაზე ჩვენ ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, ინსინუაციების დრო არ არის. 100 %-იანი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველო არც დაუტოვებია.

რაც შეეხება გაწვევას, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას დამატებით კრიტიკას ვერ დავუწყებთ, ვთქვით ერთხელ, რომ იყო ალოგიკური, იყო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით დაორგანიზებული ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ და ამ პოლიტიკურ ჯგუფს უკრაინის სამთავრობო წრეებშიც აქვთ კავშირები, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას, ჰიბრიდული ომის მწარმოებელ და ომის პარტიას წარმოადგენენ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნიდან გაიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button