მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბი სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 47 900

📌ტანკი – 1 974

📌ჯავშანტექნიკა – 4 314

📌საარტილერიო სისტემა – 1 091

📌სარაკეტო სისტემა – 285

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 152

📌თვითმფრინავები – 234

📌ვერტმფრენი – 204

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 849

📌საკრუიზო რაკეტები – 196

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 236

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌​სპეციალური აღჭურვილობა – 103.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

ამასთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამ რაიონში, ხერსონში, ბერისლავსა და კახოვკაში, უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა წარმატებას მიაღწიეს უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალების კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა და მათ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button