მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარმა რუსების მიერ გაშვებული 31 დრონიდან 30 გაანადგურეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 16 დეკემბრის ღამეს უკრაინაზე იერიში Shahed-136/131 ტიპის დრონებით მიიტანეს.

მათი ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 31 უპილოტო საფრენი აპარატიდან 30 გაანადგურეს. გენშტაბის განცხადებით, დრონები დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, ოკუპანტები თავს დრონებით კიევსაც დაესხნენ თავს, თუმცა უკრაინამ ყველა მათგანი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგი პოპკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ოპერაციისას არავინ დაშავებულა. პოპკომ, ასევე, აღნიშნა, რომ ეს დეკემბრის დასაწყისიდან უკვე მე-6 საჰაერო თავდასხმაა დედაქალაქზე.

ამასთან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 39 424 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახურისა და Mediazon-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

გამომძიებელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ის მსხვერპლია, რომელთა სახელები და სამარხები ღია წყაროების საშუალებით იქნა გამოვლენილი. რუსეთის დანაკარგების რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს.

ბოლო მსგავსი ანგარიშიდან, 1 დეკემბერს რომ გამოქვეყნდა, დაღუპულ რუს სამხედროთა სიას 1163 სახელი დაემატა. დანაკარგების ზრდა, პირველ რიგში, დონეცკის მახლობლად, ავდეევკის მხარეში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლებით არის გამოწვეული. ახალ დახოცილთა შორის არის სამი მაღალი რანგის ოფიცერი. ისინი დაკავშირებული იყვნენ ავიაციასთან, მაგრამ დაბომბვის ან ნაღმების აფეთქების დროს ხმელეთზე დაიღუპნენ.

დაკრძალვის უმეტესობა მოდის სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რეგიონებში, ასევე ბაშკირეთსა და ბურიატიაში. კრასნოდარის ტერიტორიიდან და მოსკოვის რეგიონიდან დაღუპულთა დიდი რაოდენობა, სხვა მიზეზებთან ერთად, აიხსნება იმითაც, რომ იქ მოხალისეები დადიან სასაფლაოებზე და იღებენ სამხედრო სამარხებს. ანუ უფრო მეტი დანაკარგი ხდება საჯაროდ ცნობილი.

მთელი ომის განმავლობაში რუსეთიდან მობილიზებულ მოქალაქეთაგან დაღუპულია 4787 ადამიანი.

მოხალისეთაგან 4338

ყველაზე მეტი – 7247 დაღუპული მოდის ფრონტზე ციხე-კოლონიებიდან მოხვედრილ პატიმრებზე.

მოსკოვი ომის დანაკარგებს არ ამხელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს გასული წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე.

მიუხედავად რუსი სამხედროების დიდი დანაკარგისა 2024 წელს რუსეთი 7 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კარაკაევი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაცია ამერიკულ მხარეს ნებისმიერი დაგეგმილი გამოცდის შესახებ ინფორმაციას, არანაკლებ ერთი დღით ადრე აწვდის. მსგავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატებიც აზიარებს“, – განაცხადა კარაკაევმა.

კარაკაევმა აღნიშნა, რომ 24 საათით ადრე გაზიარებულ ინფორმაციაში მითითებულია ზუსტი დრო, გაშვების ადგილი და ზემოქმედების არეალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button