მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ჯარს ოკუპანტების წინააღმდეგ წარმატებები აქვთ

უკრაინაში ომის 321-ე დღე

უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე დნეპრზე რუსების კუთვნილი კატერი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრიჩესკის მიმართულების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ევგენი ერინის განცხადებით, უკრაინულმა არტილერიამ შესანიშნავი შედეგი აჩვენა.
„ეს მოხდა დნეპრზე, ბელოგრუდის კუნძულის მიდამოში. დარტყმა განხორციელდა საარტილერიო საშუალებებით“, – განაცხადა ევგენი ერინმა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას მახლობლად წარმატებას მიაღწიეს.

“8 და 9 იანვარს, რუსეთისა და უკრაინის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, 8 და 9 იანვარს, უკრაინულმა ჯარებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმა სტელმახივკაზე (სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ). რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა გაანეიტრალეს უკრაინული დივერსიული ჯგუფები სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით კოტლიაროვკას, ნოვოსელივსკისა და დვურეჩნოეს მიდამოებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები თავს დაესხნენ მაკეევკას (კრემენაიას ჩრდილო-დასავლეთით 22 კმ), ბელოგოროვკას (კრემენაიას სამხრეთით 10 კმ) და კრასნოპოპოვკას (კრემენაიას ჩრდილოეთით 6 კმ). ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ 8 იანვარს განაცხადა, რომ კრემენაიას რეგიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა განალაგეს რამდენიმე საჰაერო თავდასხმის ბატალიონი და მძიმე ტექნიკა თავდაცვის ხაზის შესანარჩუნებლად.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსმა პროპაგანდისტებმა უკვე დაიწყეს პანიკა და საუბრობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის განახლებაზე კრემენაიას დასავლეთით, ლიმანის სექტორში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის გარეუბანში გაანადგურეს მტერი და აიღეს რუსების პოზიციები.
სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა სამხედრო ოპერაციის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროფესიული და კოორდინირებული მუშაობის წყალობით, უსაფრთხოების სამსახურმა გაანადგურა 13 და ტყვედ აიყვანა 5 ოკუპანტი. მტრის პოზიციები კი სპეცოპერაციის ძალების ოპერატორების კონტროლის ქვეშ მოექცა.
ვითარება ბახმუტში დაძაბულია და ის ომის ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. ოკუპანტები არ წყვეტენ ქალაქის შტურმით აღების მცდელობას, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ბახმუტისთვის დაპირისპირება პიკს 2023 წლის იანვარში მიაღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button