მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში დაიწყოს

ვითარება უკრაინაში – გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 დასახლებაზე იერიში მიიტანეს, დაიბომბა მიკოლაივის ოლქის ქალაქი ოჩაკივი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც.უკრაინის არმიამ კონტრშეტევა შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განუცხადა ამერიკულ გამოცემა The Hill-ს. მანამდე გავრცელებული ცნობებით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის საოკუპაციო ძალებზე კონტრშეტევას გაზაფხულიდან გეგმავდნენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ინტენსიური ზეწოლა უკრაინული საზოგადოებისგანაა. დენის შმიჰალის თანახმად, მსგავს ზეწოლას არ გრძნობენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისგან, რადგან მათ ესმით, რომ კონტრშეტევისთვის მზად უნდა იყო ასი პროცენტით და უფრო მეტადაც.
“ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს მკაფიოდ ესმის, რომ იმისათვის, რომ კონტრშეტევაში გადახვიდე, ამისთვის 100%-ით მზად უნდა იყო, მეტით თუ არა”, – თქვა შმიგალმა
შეკითხვას, როგორ აისახება ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევის დაგეგმვაზე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საკუთარ ტერიტორიებს ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებენ და არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ.

შმიჰალის განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს მეტ სამხედრო შესაძლებლობას – ტანკებს, საბრძოლო მასალებს, თვითმფრინავებს და ჯავშანტექნიკას.უკრაინის პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის და ფინანსთა მინისტრებს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button