მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კონსულტაციები დაიწყეს.

პოლიტიკური ოპონენტების მთავარი მიზანი რეზოლუციის დროულად მიღებაა, რადგან მხარეები ერთხმად მიიჩნევენ, რომ რუსეთი აგრესიული ქმედებებით გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ცდილობს და რეზოლუციით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს დაცვაც მოხდება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” მზად არიან მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელიც უკრაინას ეხება.

ახლა მთავარია, ქვეყნის გასაკეთებელი გავაკეთებინოთ ხელისუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის გასაკრიტიკებელი და შეშინებულის იმიჯს ტოვებს, ახლა არ არის მხილების დრო, ახლა მნიშვნელოვანია ღირსეული პოზიციით წარვსდგეთ არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, არამედ საერთო ინტერესების დაცვისთვის, რადგან დღეს რეალურად არამხოლოდ უკრაინის ბედი წყდება, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიც, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაციები დღეს დასრულდება.

უკრაინას ისევე უნდა დავუჭიროთ მხარი, როგორც გვინდა, რომ მომავალში ჩვენ დაგვიჭირონ მხარი! “ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას!”- აღნიშნული განცხადება პარლამენტში “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის, ხოლო ხვალ ეს ხაზი შეიძლება საქართველოზე გავიდეს.

თეონა აქუბარდია ნიკა ობოლაძის და თამარ ტალიაშვილის ხმა

უკრაინაში სიტუაცია კონტროლქვეშაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 იანვარს, ღამით განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად არის, თუმცა, უკეთესის იმედი აქვთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ პარტნიორებთან, დიპლომატებთან და სამხედროებთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ნუ იყვირებენ, რომ ყველაფერი იღუპება.

მსგავსი პოსტები

Back to top button