გორში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

გორში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენბლობა დასრულდა.

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“, მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურია.

ელექტროსადგურის გახსნას ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი , ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის” გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე დასეწრნენ.

პროექტზე მუშაობა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” 2013 წელს დაიწყო. 2013 წლის ზაფხულში დამონტაჟდა ქარის ძირითადი პარამეტრების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა. ანძის საშუალებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფონდის დაკვეთით ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნორვეგიულმა კომპანია MEVENTUS-მა მოამზადა ქარის რესურსების შეფასების ანგარიში. ამასთანავე მომზადდა ტურბინების განლაგების რამოდენიმე სქემა, საიდანაც შეირჩა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა. დეტალური პროექტი მომზადდა ბელგიური საკონსულტაციო კომპანია Tractebel Engineering S.A-ს მიერ, რომელიც წარმოადგენს გიგანტი კონცერნის GDF Suez Grroup-ის შვილობილ კომპანიას.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწო. სადგური ოქტომბრის თვიდან გადავა ტესტირების ეტაპზე. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ექსპლუატაციაში შევა და სრული დატვირთვით ამუშავდება.
პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის 24 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს, 10 მლნ აშშ დოლარით კი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსა.

მსგავსი პოსტები

Back to top button