მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას,,-ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, NATO-მ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომლის თანახმადაც, უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. მან ასევე თქვა, რომ კიევისთვის ახლა ალიანსში გაწევრიანებაზე უარი “არ არის საკმარისი”.
მისი თქმით, NATO-მ უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომელიც მომავალში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

„უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი.

„ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები. რომლითაც ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში უკრაინის შესვლა მომავალში გარანტირებულია” წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა გააგრძელებს ევროპულ კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.

საუდის არაბეთში დღეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button