მნიშვნელოვანირეგიონი

უკრაინის ომში გარდაცვლილი ზურა წიკლაური კახეთის რეგიონიდან არის

უკრაინაში გარდაცვლილ ორ ქართველს შორის ერთ-ერთი, ზურა წიკლაური კახეთის რეგიონიდან არის.

36 წლის წიკლაურის დაღუპვა უკრაინაში ქართულმა ლეგიონმა დაადასტურა და მის ოჯახს უკვე შეატყობინა.

ზურა წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში დაიბადა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა.

ზურა წიკლაური უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის 2014 წლიდან იბრძოდა, თუმცა, ახლობლები ამბობენ, რომ ის საქართველოსაც ხშირად სტუმრობდა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ამ დროისათვის დაღუპული სამხედროს მშობლები და დები ცხოვრობენ.

უკრაინაში “ქართული ლეგიონის” წევრების გოჩა ჟვანიასა და ზურა წიკლაურის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, გუშინ გავრცელდა.

ლეგიონის ინფორმაციით, ორივე მათგანი წინა ხაზზე იბრძოდა.

ზურა წიკლაურს, სავარაუდოდ, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

შეგახსენებთ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. ომში გარდაცვლილები ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button