მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ომში სულ მცირე 29 217 რუსეთის მოქალაქე დაიღუპა

3 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინის ომში, სულ მცირე, 29 217 რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო კრასნოდარის მხარე დანაკარგების რაოდენობით ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია “მედიაზონის” და სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის ერთობლივ კვლევაში.
ჟურნალისტებმა ყუბანის დაღუპულ მკვიდრთა 1093 სახელის იდენტიფიცირება მოახერხეს.

ომის დროს სერიოზული დანაკარგები ასევე დაფიქსირდა სვერდლოვსკის რეგიონსა (1 056 ადამიანი) და ბაშკორტოსტანში (922 ადამიანი).

ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ დანაკარგების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები შეიძლება ორჯერ ნეკლები იყოს, ვიდრე რეალური: 2023 წლის მაისის ბოლოს რუსეთში ჭარბი სიკვდილიანობის ანალიზის თანახმად, ომში ქვეყნის საერთო დანაკარგებმა 47 ათასი ადამიანი შეადგინა.

ახლა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, რუსეთი აქტიურად კარგავს მაღალჩინოსნებს. ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, ორი რუსი გენერალი, 10 პოლკოვნიკი, 8 ვიცე-პოლკოვნიკი და 14 მაიორი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ორჯერ გამოაქვეყნა: 2022 წლის 2 მარტის მონაცემებით, დაღუპულად ითვლებოდა 498, ხოლო 25 მარტის – 1351 ადამიანი. 21 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დანაკარგმა შეადგინა 5937 ადამიანი. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ რუსული ჯარების დანაკარგები გაცილებით დიდია.
2022 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაესაიდუმლოებინა უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 248 490 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4228
ჯავშანტექნიკა – 8249
საარტილერიო სისტემა – 4911
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 704
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 466
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4104
ფრთოსანი რაკეტა – 1347
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7392
სპეცტექნიკა – 724
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button