მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინის პორტები დღეს პროდუქტებით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა

უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავმა შვიდმა გემმა დატოვა, – ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო 290 000 ტონა საკვები პროდუქტებით და ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ გაემართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. უწყებაში განმარტეს, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩატარების გამოუყენებლობის შესახებ საჭირო წერილობითი გარანტიების მიღება ოფიციალური კიევისგან შესაძლებელი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button