მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მიუსაფარი ძაღლებისგან დაკბენილი 72 ადამიანი ახალციხეში

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიუსაფარი ცხოველების მიერ დაკბენილი ადამიანების მიმართვიანობა გაიზარდა. მაისში ძაღლებმა 72 ადამიანი დაკბინეს. აქედან 18 პაციენტი ცოფის საწინააღმდეგო აცრებს ამ დრომდე იტარებს.

ძაღლის მიერ დაკბენილი ყველაზე მეტი პაციენტი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ, 26 მაისს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, ცხრა ბავშვიდან, შვიდი ერთი და იგივე ცხოველმა დაკბინა. არასრულწლოვნებს დაზიანებები კიდურებსა და წელის არეში აქვთ.

„გუშინ ცხრა ბავშვი გვყავდა ნაკბენით. მათგან შვიდი ერთმა ძაღლმა დაკბინა. თუ ცხოველი ცოფიანი არაა, პაციენტს სამი ნემსი უკეთდება, ხოლო თუ ცოფიანია, ხუთი“. – განმარტა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო მენეჯერმა, ბესო ბურჯანიანმა.

მისი თქმით, პაციენტის აცრა მაშინაც სავალდებულოა, თუ ის „დაბირკულმა ცხოველმა დაკბინა. შეიძლება თვითონ ცოფიანი არ იყოს, მაგრამ ცოფის გამომწვევი რაღაცები ბრჭყალებსა და კბილებში ჰქონდეს“.

ახალციხის მერიის განცხადებით, მიუსაფარი ცხოველი შესაბამისმა სამსახურმა, დაკვირვების მიზნით, დახურულ სივრცეში გადაიყვანა.

დაშავებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ძაღლი ლეკვების გაჩენის შემდეგ აგრესიული გახდა.

„გუშინ ვუყურებდი აივნიდან, ბავშვები თავისთვის თამაშობდნენ. არ ვიცი, რაზე გაბრაზდა ეს ძაღლი, ალბათ, ლეკვები რომ ჰყავს მაგიტომ. ისეთი ბავშვები დაკბინა, რომლებიც საერთოდ არ მიკარებიან“. – ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ იგივე ძაღლმა 20 მაისს კიდევ ერთი ბავშვი დაკბინა.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

მსგავსი პოსტები

Back to top button