მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თელავში იმყოფებოდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თელავში იმყოფებოდა. დენის შმიგალის ვიზიტი კახეთში, მედიისთვის დახურული იყო.
სტუმარს, კახეთის რეგიონისა და თელავის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა უმასპინძლეს.

უკრაინის პრემიერმა, თელავში კულტურისა და დასვენების პარკ ნადიკვარზე ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკო და პარკი დაათვალიერა.

ოფიციალური ვიზიტით საქართველოში, დენის შმიგალი 3 ივნისს ჩამოვიდა.

უკრაინელ კოლეგას, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შმიგალი პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.

დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის პრემიერმა, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მოედანზე მემორიალი, გვირგვინით შეამკო.

შმიგალის ვიზიტი, საქართველოში, დღეს, 4 ივნისს დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button