უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტისს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს Reuters-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა შეძლებს მშვიდობიანად ცხოვრებას, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს
ამასთან, მან ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისას თავი შეიკავა.
“ადამიანთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს? როდის იქნება ეს? ახლა ვერ ვიტყვი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა ტერიტორია უნდა იყოს დეოკუპირებული.
“უბრალოდ სხვა შანსი არაა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოვახდინოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყირიმს დიპლომატიური გზით დავიბრუნებთ. რა თქმა უნდა, ხალხი უკრაინაში დიპლომატიური გზით საკითხის მოგვარებას ემხრობა. ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ იქნება ჩართული ამ საკითხის განხილვაში ან როდის მოხდება ეს, თუმცა ეს ჩემი აზრია”, – თქვა ზელენსკიმ.