მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქის შემდეგ, ქვეყნის სხვა ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადებიან

ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, მათ ლუჰანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში, რუსების ბაზა გაანადგურეს – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
ამავდროულად, მან აღნიშნა რომ ლუგანსკის ოლქის გათავისუფლება მარტივი არ იქნება.

“ჩვენ ყველანი მოთმინებით უნდა ვიყოთ ლუგანსკის ოლქის მასშტაბური დეოკუპაციის მოლოდინში. ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის ოლქში. ლუგანსკის ოლქის ყოველი სანტიმეტრისთვის მძიმე ბრძოლა იქნება. მეტოქე თავდაცვისთვის ემზადება, ამიტომ “აღლუმით” ვერ შევალთ”, – წერია გაიდაის განცხადებაში.

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, სამუშაოს განახლებისთვის ყოველ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტში.

“ხალხი ჩვენ გველოდება. ჩვენ ვემზადებით. უკრაინის ხელისუფლება დაუყონებლივ დაიწყებს მუშაობას დეოკუპირებულ თემებში. დრო და მოთმინება. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას”, – დაამატა გაიდაიმ.

უკრაინულმა ძალებმა ხარკივთან მდინარე ოსკილის ორივე ნაპირზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას “სიენენი” უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივ მედიაში ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბლაგო-დატნისა და ხერსონში ოკუპანტების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს.

პარალელურად, გრძელდება ოკუპანტების თავდასხმები. 8 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს რუსმა სამხედროებმა ქალაქ ზაპორიჟიას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დაიბომბა სუმის ოლქის სოფელი ვოლფინე. ვრცელდება ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზე.

გვიან ღამით ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა მელიტოპოლშიც.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქის შემდეგ, ქვეყნის სხვა ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადებიან. 18 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ იზიუმი, ბალაკლეა, კუპიანსკი და მთლიანად ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს და ეს სიტყვები დღეს ყველგან ისმის.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა, ზოგიერთს ეგონოს, რომ გამარჯვებების მთელი წყების შემდეგ, პროცესი მიყუჩდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მზადება შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის, რომლებიც აუცილებლად უნდა ისმოდეს, რადგან თავისუფალი უნდა იყოს მთელი უკრაინა. ამ კონტექსტში ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ყირიმში მდებარე ქალაქები – მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი, გორლოვკა, ლუგანსკი, ჯანკოი, ევპატორია და იალტა.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ კვირაში წამოიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში და რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლა გაზაფხულიდან ოკუპირებული რაიონები, მათ შორის ქალაქები იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button