მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები და გენოციდი განახორციელა.

BBC-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რუსეთთან მშვიდობის საკითის განხილვა, ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ, რადგან უკრაინას უნდა ჰქონდეს მშვიდობა. ჩვენ, 21-ე საუკუნეში, ევროპაში ვართ. ჩვენ, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით, ძალისხმევას ვაგრძელებთ“.

ამასთან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა რუსი ჯარისკაცების სია,რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.

მათი ინფორმაციით, ცნობილია 64-ე მოტომსროლელი ბრიგადისა და35-ე კომბინირებული შეიარაღებული ძალების სია, რომლებმაც სულ მცირე 400 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

სიაში სულ მცირე 1648 რუსი ჯარისკაცია.

ამ დროისთვის კიევის ოლქის ყველა ქალაქი გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისგან და ყველა მათგანს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button