მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა. სადაც სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ომის მიმდინარეობასა და უკრაინისთვის მათ დახმარებას განიხილავს.
“სამიტის თემაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერა სკანდინავიური ქვეყნების მხრიდან, უკრაინის ურთიერთობები ევროკავშირთან და NATO-სთან და უკრაინის ინიციატივა სამართლიანი სამყაროსთვის.”- ნათქვამია შვედეთის მთავრობის განცხადებაში.

უკრაინული მედია წერს, რომ 3 მაისს შუადღისას ფინეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა განცხადება ზელენსკი ვიზიტის შესახებ. ცნობილია, რომ ფინეთის პრეზიდენტი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ფინეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკეში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილება უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში, ორმხრივი ურთიერთობები და არსებული გეოპოლიტიკურ ვითარება. შეხვედრას დაესწრებიან პრემიერმინისტრი, სანა მარინი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო.

ზელენსკი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ფინეთის სავარაუდო მომავალ პრემიერს.
პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას ნორდულ-უკრაინულ ლიდერთა სამიტში, სადაც ასევე იქნებაინ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერები.

მსგავსი პოსტები

Back to top button