მთავარი პრობლემების ხუთეული საქართველოში

NDI საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთ კვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემების ხუთეულია: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე, პენსიები და ტერიტორიული მთლიანობა.

კვლევის თანახმად საზოგადოება ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა სხვა ყველა მიმართულებით მათი მდგომარეობა გაუარესებულია.

NDI-ს სოციალური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 77%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ხოლო ევროკავშირის წევრობა მიუღებელია 14%-სთვის.

კვლევის ავტორების თქმით, კვლევის ამ ნაწილში მკვეთრადაა გაზრდილი ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა.

ამასთან, კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, პასუხებია ასეთია – ვეთანხმები – 76 პროცენტი, არ ვეთანხმები – 17 პროცნეტი, არ ვიცი – 7 პროცენტი.

საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 68 პროცენტისთვის მისაღებია. ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, ეს მიზანი მიუღებელია გამოკითხულთა 29% პროცენტისთვის.

გარდა ამისა, კითხვაზე როგორი უნდა საქართველოს პოლიტიკა, პასუხები ასეთია – პროდასავლური – 14 პროცენტი; პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან – 52 პროცენტი; პრორუსული, რუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან – 16 პროცენტი; პრორუსული – 5 პროცენტი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა ადამიანმა მიიღო, კვლევა კი 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button