მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, დღეს გაიმართოს

რუსეთთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, 2 მარტს გაიმართოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არისტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაციების შემადგენლობა არ შეიცვლება.

მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებს არ მიიღებს.

შეგახსენებთ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 28 თებერვალს გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button