მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

რუსული მხარე თანდათან ამცირებს მოთხოვნებს

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსული მხარე თანდათან ამცირებს მოთხოვნებს. არესტოვიჩის განმარტებით, მათ უკვე შეწყვიტეს საუბარი უკრაინის დენაციფიკაციაზე.

„ისინი საუბრობენ უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე და ისიც ძალიან პედალირებულად არა. საუბარი ეხებოდა იმას, რომ უკრაინამ არ უნდა დაუშვას მის ტერიტორიაზე კონკრეტული სახის თავდასხმითი იარაღის განთავსება,“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, რუსეთის მხრიდან მოთხოვნათა შემცირება აჩვენებს, რომ კრემლს ესმის: მათ მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა არ გამოვა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგად ერთადერთი შეთანხმების მიღწევა გახდა შესაძლებელი, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას ეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button