უკრაინის პრეზიდენტმა 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რომლითაც ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის მიმართ სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენების შესახებ.
“NSDC-მ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და დააწესა ეკონომიკური სანქციები 120 პირზე, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ასევე კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების.
შემაკავებელი ზომები, ასევე, დაწესდა 287 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსულ ფსონების კომპანიებზე, ლატარიის ორგანიზატორებზე, იპოდრომებზე, საინვესტიციო და გასართობ კომპანიებზე და სხვა” ,- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სანქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებს.
მანამდე, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და სანქციები დაუწესა 120 პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მაგრამ ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.
ასევე, სანქციები დაუწესდა 287 იურიდიულ პირს, მათ შორის ლატარიის ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები.
სანქციები გათვლილია 50 წელზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.