მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა

ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა, – ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე (X) წერს.
მისი თქმით, მათ განიხილეს მარცვლეულის ალტერნატიული მარშრუტები და შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ კონსტრუქციულ დიალოგს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალმხრივი შეზღუდვების მოხსნის თაობაზე და მოძებნიან გზებს უკრაინელი ფერმერების მხარდასაჭერად.
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს ღირებულების გრძელვადიანი ფინანსური დახმარების პროგრამის მომზადებისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულია, ახლა წევრობა მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, მინისტრების მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით „კონსენსუსი იგრძნობოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხია“.

„ყველა მიმართულია, იმოძრაონ წინ მაქსიმალური სიჩქარით, ყველა რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც ჩაატარა, ატარებს და მომავალში ჩაატარებს უკრაინა“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, დმიტრო კულებამ აღნიშნა: „ჩვენი მთავარი გზავნილი იყო ასეთი: ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის შვიდივე საკვანძო რეომენდაციას წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ველოდებით, რომ ისინი შეფასებული იქნება სამართლიანად, გამჭვირვალედ, დამატებითი პირობების გარეშე. ატმოსფერო მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ საკითხზე“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის არასრული წევრობის შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამგვარად ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებას, რომ უკრაინისთვის მიუღებელი იქნება მეორეხარისხოვანი წევრობა. როგორც კულებამ განმარტა, ამგვარი შეთავაზებები კიევს ბრიუსელისგან არ მიუღია.

„უკრაინა პირველხარისხოვანი სახელმწიფოა და მისი წევრობა ევროკავშირშიც იქნება პირველხარისხოვანი“, – განაცხადა კულებამ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.
“უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფალ საზოგადოებაში და ის მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუჰანსკამდე. ყველა სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის იხსნის თავის ხალხს, ასევე აფართოებს გზას ევროკავშირისკენ”, – თქვა ბერბოკმა.
ბერბოკის თქმით, ევროპელი პარტნიორები უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაუჭერენ.
“ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ შეგვიძლია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ერთად გაფავართოვოთ”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button