რეგიონი

ჩხორუწყუს საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” დატოვა

ჩხორუწყუს საკრებულოს წევრმა ჯონი ჯალაღანიამ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელია მეშვეობით გაავრცელა.

“მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ გახლავარ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან საქართველოსთვის. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღო! იმისათვის რათა საკუთარ თავთან და ჩემს ხალხთან მართალი ვიყო ვტოვებ პარტიას. ეს პრინციპული გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ გარემოებამ რომ დავრწმუნდი ვბრუნდებოდი წარსულში, კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიციურმა გაერთიანებამ, სადაც ძირითადი ძალა იქნება ნაციონალური მოძრაობა რაც აშკარად ჩანს, ესკი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არყოფილა. მიუხედავად ამისა მე მაინც ღიად დავუჭირე მხარი პარტია საქართველოსთვოს პარტიის ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. მეორე მიზეზი ბევრ სხვა მიზეზებს შორის ისიყო რაც პირად შეურაცხობად აღვიქვი რომ ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სახის მონიშვით ხმის მიცემის დირექტივა, რაც საკმარისი გახდა მიმეღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ვისაც მართლა დამოუკიდებლად უნდა ემსახუროს ჩვენს მოსახლეობას და ქვეყანას შემოგვიერთდით და ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე თავისუფალი ვიყოთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ასე ვაკეთოთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო კეთილი საქმეები”,-წერს იგი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯალაღონია, იგი იქნება დამოუკიდებელი თუ ქართულ ოცნებას შეუერთდება,ჯერ-ჯერობით უცნობია.

გასულ კვირას ჩხოროწყუში მეოთხე ცდაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი შოთა წურწუმია აირჩიეს.

ამჟამად საკრებულოში 14 ოპოზიციონერი კანდიდატია.

მსგავსი პოსტები

Back to top button