მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხრეს ევროვიზიის კონკურსზე აუდიტორიისთვის მიემართა

მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს კონკურსის ფინალში აუდიტორიისადმი მიმართვაზე. The Times-ის ინფორმაციით, ზელენსკის სურდა, რომ 13 მაისს „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის ვიდეოკავშირით მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
თუმცა, ევროპის მაუწყებელთა საბჭომ, რომელიც BBC-სთან ერთად “ევროვიზიის” ორგანიზატორია, პრეზიდენტის თხოვნა უარყო.

კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის(EBU) ხელმძღვანელებმა უარი იმით ახსნეს, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა და მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება.

ოფიციალურ განცხადებაში ერთ-ერთ მთავარ პრინციპად დასახელებულია კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი, რაც გამორიცხავს “ევროვიზიის” ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას.”ევროვიზია 2023″ უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში გაიმარჯვა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra. უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა მეორე ადგილი დაიკავა.

“ევროვიზიის” ნახევარფინალი 10-11 მაისს გაიმართა. კონკურსანტებს ხმას მაყურებლები აძლევდნენ. ფინალში გავიდნენ: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია. ფინალში ვერ გავიდა საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button