მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ქალაქი ვინიცა დაიბომბა

სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვინიცაში, სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქის ცენტრის დაბომბვის შედეგად კიდევ 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავდა 90-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
რაკეტა ავტომობილების სადგომთან ჩამოვარდა, რის შემდეგაც 30-მდე ავტომობილი დაიწვა

პოლიციის ინფორმაციით, ვინიცაში რამდენიმე ადგილი დაიბომბა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი სამი რაკეტა მოხვდა საოფისე შენობას. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია ახლომდებარე ოფიცერთა სახლიც, საცხოვრებელი კორპუსები და სამედიცინო ცენტრი.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, ადგილზე 90 მაშველი მუშაობს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეოკადრები სარაკეტო დარტყმის ადგილიდან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე დღევანდელი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. „რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავს უკრაინელ ბავშვებს, რაკეტებს მიმართავს სამოქალაქო ობიექტებისკენ. რა არის ეს, თუ არა აშკარა ტერორისტული აქტი?“ – წერს ზელენსკი ტელეგრამ-არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს “მკვლელი და ტერორისტი ქვეყანა” უწოდა.

შეგახსენებთ რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button