მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ჯოზეფ ბორელი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

24 ივნისს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური ავრცელებს.

ესენი არიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აურელიო ჩოკოისი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე  ევროკავშირისა და სამ ასოცირებულ პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button