,,უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის,,-ლავროვი
უკრაინის რეჟიმის თითოეულ დამნაშავეს სამართლიანი ანგარიშსწორება ელის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სასამართლოებმა, საგამოძიებო კომიტეტის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული დაჯგუფებების 200-ზე მეტ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.
“იგივე ბედი ელის ყველა სხვა დამნაშავეს. თითოეული მათგანი მიიღებს სამართლიან ანგარიშსწორებას”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დაახლოებით 900 ადამიანის წინააღმდეგ ოთხი ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მათ შორის არიან არა მხოლოდ რადიკალური ნაციონალისტური გაერთიანებების წევრები, უკრაინის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და დაქირავებული ჯარისკაცები, არამედ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც“, – აღნიშნა ლავროვმა.
მუქარის მიუხედავად კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით, რუსეთი ძალისხმევას აძლიერებს. მოსკოვის პროპაგანდისტული ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის ნაწილია, – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებული კრემლის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირი-ენკომ კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს დაავალა საფრანგეთში პოლიტიკური უთანხმოების ხელშეწყობა, სოციალური მედიისა და ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების მეშვეობით. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიზანია, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას. კრემლის სტრატეგიებს შორის იყო მტკიცება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა ზიანი მიაყენა საფრანგეთის ეკონომიკას , რის შედეგადაც ქვეყანა ყველაზე ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია.
ამას გარდა, პროპაგანდით უნდა გაავრცელონ აზრი, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ საფრანგეთი თავდაცვისთვის იარაღის გარეშე დატოვა.