მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

უკრაინის საინვესტიციო ფონდს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს

უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება: „ჩვენ ხელმძღვანელად ავიყვანეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა“. ზელენსკის თანახმად, ინვესტიციებზე მხოლოდ ეს გამჭვირვალე ფონდი იმუშავებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე 2004-2012 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო.

2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button