მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა

“შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხდა.

მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნდება, რომ ვერ შეძლებს მიზნის მიღწევას და უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას უზრუნველყოფს.
„ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა. მისივე თქმით, მაშინ შეიძლება გაჩნდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს გადარჩენას.

რუსეთის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის უკრაინას.

„პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალ ბიუჯეტის მიხედვით, აშშ-მა უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაგეგმა. უკრაინას მომავალ წელს სამხედრო დახმარებას გაუწევს ასევე ბრიტანეთი, იტყობინება ამ ქვეყნის თავდაცვის უწყება.

30 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქზე გაგრძელდა რუსეთის არმიის თავდასხმები. უფრო ადრე მასიური სარაკეტო იერიშის შედეგად, უკრაინის მონაცემებით, 18 საცხოვრებელი სახლი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 10 ობიექტი განადგურდა. არიან დახოცილები და დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გადაიტაცა 54 რაკეტა და 11 დრონი. ქვეყნის ბევრ არეალში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button