უკრაინის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, ქონების კონფისკაცია განახორციელა

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (ВАКС) დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და სახელმწიფო ხაზინას გადასცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება და ფული.
როგორც ВАКС-ი იტყობინება, კონფისკაციას დაექვემდებარა იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია მეჟიგორიე კიევის მახლობლად, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი სუხოლუჩიეში, ბინა კიევში, ბინა ობოლონსკაიას სანაპიროზე, პარკინგების ზონაფინანსური საშუალებები ანგარიშებზე (1 მლნ დოლარზე მეტი), წილები საწარმოებში, ასევე, როგორც ცნობაშია ნათქვამი, კულტურის 537 ძვირფასეულობა, რომელთა საერთო ღირებულება 18,7 მილიონ ევროს შეადგენს. ესაა წიგნები, ხატები, სურათები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ლარნაკები, ხმლები, თოფები და XIX საუკუნის ზარბაზანიც კი.
იანუკოვიჩი 2010-2014 წლებში იყო უკრაინის პრეზიდენტი. 2014 წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ის ქვეყნიდან გაიქცა. ეს გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთი მთავარი საბაბი. უკრაინაში იანუკოვიჩს ბრალად დასდეს სახელმწიფოს ღალატი და სხვა დანაშაულები. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იანუკოვიჩი რუსეთში ცხოვრობს.
შეგახსენებთ რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის ევრომაიდნის შემდეგ გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.