უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2022/10/nkzcb4auigywfvv-780x426.jpg)
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან ლიკვიდირებულ რუს სამხედროთა სავარაუდო რაოდენობამ 65 000-ს მიაღწია.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 ოქტომბრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
📌ჯარისკაცი – დაახლოებით 65 000
📌ტანკი – 2 529
📌ჯავშანტექნიკა – 5 193
📌საარტილერიო სისტემა – 1 589
📌სარაკეტო სისტემა – 365
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 186
📌თვითმფრინავები – 268
📌ვერტმფრენი – 242
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 224
📌საკრუიზო რაკეტები – 316
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 959
📌გემი/ნავი/კატარღა – 16
📌სპეციალური აღჭურვილობა – 142.
უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილის განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი 300-ით გაიზარდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა