მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადა სასწრაფოდ გადაიყვანეს ავდეევკაში.

სიტუაცია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში, რომელსაც რუსეთის ჯარები გასულ წლის ოქტომრბიდან უტევს, „საშიში და არასტაბილურია.”

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის (ყოფილი აზოვის პოლკი) ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. რუსეთის სამხედრო უწყებასთან აფილირებულმა ბლოგერებმა, ისევე როგორც არაერთმა უკრაინულმა წყარომ, ბოლო დღეებში გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში რუსული ჯარების წინსვლისა და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხის შესახებ.

მე-3 ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ დაადასტურა, რომ “უკიდურესად კრიტიკული” სიტუაციის გამო იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქ ავდეევკაში. ამტკიცებენ, რომ ბრიგადის მებრძოლებმა “ჩაატარეს რეიდი მტრის მიერ ოკუპირებული ავდეევკის რაიონებში” და დაამარცხეს სულ მცირე ორი რუსული ბრიგადა. თუმცა, სიტუაცია კვლავ “საშიშია”, რადგან რუსეთს ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გასული დღის განმავლობაში ავდეევკის ტერიტორიაზე რუსეთის 34 თავდასხმის შესახებ იუწყება. რუსეთის ჯარები “განაგრძობენ ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობას“, მაგრამ “უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ თავდაცვას და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მათ”, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო უწყების ბიულეტენში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 15%-ს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ცნობისთვის, მე-3 თავდასხმის ბრიგადა 2023 წლის იანვარში, აზოვის პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალებისგან ჩამოყალიბდა.

აშშ-ის დახმარების გარეშე ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელებს ეწურებათ საბრძოლო მასალა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანმა კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, კანონპროექტი კენჭისყრამდე სწრაფად მიიტანოს და გამოთქვა იმედი, რომ მას ორივე მხარის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

„ზარალს ყოველდღე განიცდიან როგორც უკრაინელები, ასევე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები. ფსონები ყოველდღიურად მატულობს, ისევე როგორც ჩვენი უმოქმედობის ხარჯები, განსაკუთრებით, უკრაინაში. ჩვენ სულ უფრო მეტ ცნობებს ვიღებთ, თუ როგორ აგროვებენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელები საბრძოლო მასალას ან მათ საბრძოლო მასალები საერთოდ რომ არ აქვთ. რუსები აგრძელებენ სახმელეთო და საჰაერო შეტევას, ცდილობენ, გაანადგურონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, რომლის განვითარებაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს, კონგრესი არ დაამტკიცებს და ამის მიზეზი არის ის, რომ კანონში არ შევიდა აშშ-ის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი პოსტები

Back to top button