მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს ანტონოვკის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს მდინარე დნეპრზე მდებარე ანტონოვკის ხიდზე, რომელიც ქალაქ ხერსონს აკავშირებს ხერსონის ოლქის რაიონებთან.

ხიდზე შეტევა დაადასტურა ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა. მან გამთენიისას ტელეგრამ-არხით გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ხიდი მართლაც დაცხრილეს, მაგრამ ის არ დანგრეულა, როგორც ამას უკრაინული წყაროები აცხადებენ.

ხერსონის ოლქს ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ. „ახლა გაქცევა შეიძლება მხოლოდ ფეხით, ან წყლით. წარმატებას გისურვებთ!“ – წერს ტელეგრამ-არხზე უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო.

ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კირილ სტრემოუსოვმა დაადასტურა, რომ წუხელ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანტონოვკის ხიდზე იერიში მიიტანეს. სტრემოუსოვის თანახმად, არის დაზიანებები, თუმცა, ხიდი არ დანგრეულა.

უკრაინის არმია მეორე კვირაა ამერიკული სარაკეტო სისტემის HIMARS-ის გამოყენებით, პერიოდულად უტევს საავტომობილო ხიდს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქ ხერსონსა და ოლქის დასავლეთ რაიონებში მყოფი რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომარაგებისთვის. ხიდი დანგრეული არ არის, თუმცა, დაზიანებების გამო შეზღუდულია სამხედრო ტექნიკის და სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება. ხერსონის დე ფაქტო, პრორუსულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხიდს არემონტებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს ოუკუპირებული ხერსონის ორი დასახლება, საოკუპაციო ჯარმა კი დიდი დანაკრგი განიცადა, როგორც ცოცხალი ძალის ასევე შეიარაღების სახით.
ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ამ და კიდევ ორი ახლომდებარე სოფლის რაიონში განახორციელა 4 შეტევა და გაანადგურა მოწინააღმდეგის 4 საყრდენი პუნქტი.

სარდლობის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ანდრიივკაში პოზიციები საიმედოდ გაიმყარეს.

განადგურებულია სტრტატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი, რომელსაც რუსი სამხედროებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა. ბოლო 24 საათში ჰაიმარსის სარაკეტო სისტემით უკრაინელებმა აღმოსავლეთ ფრონტზე ქვეითი რაზმი და არტილერია გაანადგურეს.

პარალელურად, არ წყდება პუტინის არმიის შეტევები. სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ რამდენიმე კვირაა დაიწყო. ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების და ხერსონის ოლქის გარდა, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის კიდევ ერთ რეგიონს – ზაპოროჟიეს. კრემლს დონეცკი და ლუგანსკი “დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” ჰყავს გამოცხადებული, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში დანიშნული დე ფაქტო ადმინისტრაციები კი, ამ შემოდგომაზე გეგმავენ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას უკრაინის ამ ორი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button