უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უკრაინის ქალაქ ნოვაია-კახოვკაში, ქარხანა “სოკოლის” შენობაში, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედროებმა შტაბ-ბინა გამართეს, ხანძარი დაიწყო მას მერე, რაც მას რამდენიმე ჭურვი მოხვდა – ამ ცნობას ავრცელებს ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია, ინტერფაქს-უკრაინაზე დაყრდნობით. ამ დროისთვის უცნობია დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი.
რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერგეი ხლანმა დაადასტურა ცნობები უკრაინის დარტყმების შესახებ რუსეთის ძალების შტაბებზე, ქარხანა “სოკოლის” ტერიტორიაზე.
მედიაში ვრცელდება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, რომ ქარხნის თავზე კვამლის სვეტი დგას.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყებიან რუსეთის შტაბებზე დარტყმებზე ხერსონსა და ნოვაია-კახოვკაში. ხლანის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ძალების შტაბს სრული სიზუსტით 5 რაკეტა ესროლა ამ ცნობებით, სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ძალების მართვის სამ პუნქტზე ხერსონსა და დარიევკაში, და 35-ე არმიის შტაბზე ნოვაია-კახოვკაში. იუწყებიან, რომ დარტყმები განხორციელდა რუსეთის ტყვია-წამლის სათავსოებზე ლიუბიმოვკასა და ხერსონში.
გარდა ამისა, უკრაინის მხარე აცხადებს, რომ აკონტროლროგორც მედია წერს, განადგურებულია სამი სამეთაურო პუნქტი თავად ხერსონსა და დარევკაში, ასევე, საბრძოლო მასალების საწყობები ლიუბიმოვკასა და ხერსონში.
გარდა ამისა, უკრაინის მხარე აცხადებს, რომ აკონტროლებს ხიდს მდინარე ინგულეცზე, რომელიც ერთადერთი გზაა საიმისოდ, რომ რუსეთის ძალებმა იარაღის, ტექნიკის და საწვავის გადატანა შეძლონ ნოვაია-კახოვკადან ხერსონში, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე.
საომარი მოქმედებების მიმდინარეობის პირობებში ბიბისი წერს, რომ არ აქვს საშუალება დამოუკიდებლად გადაამოწმოს ეს ცნობები.
ნოვო კახოვკა სამხრეთში უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. სამხედრო ექსპერტის დმიტრი სნეგირევის თქმით, ამ ქალაქზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ როგორც ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე შეტევას, ასევე შეძლებენ ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას.
სნეგირევის თქმით, ნოვო კახოვკა შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტრშეტევებისთვის “ყველაზე მიმზიდველი” ტერიტორიაა. მის მოსაპოვებლად კი ექსპერტის აზრით, საჭირო პირობები უკვე შექმნილია: მტერს ლოჯისტიკაში ხელი შეუშალეს, ხიდები რაკეტებით ააფეთქეს.