მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა ტაქტიკური ჯგუფის ის სამხედროები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ის სამხედროები გაანადგურეს, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩეჩნეთიდან გადაიყვანა. მათი დისლოკაციის ადგილი იყო ჩეჩნეთი, ქალაქი შალი – ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ჩეჩენი დამპყრობლები, სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაშიც მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ლიკვიდირებულია არმიის მეთაური, შტაბის უფროსთან ერთად.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის ცნობით, განადგურდნენ სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ჯარისკაცები…მათი დასახიჩრებული სხეულების ეს გროვა მხოლოდ ტაქტიკური ჯგუფის ნაწილია, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის დროს…ასევე ლიკვიდირებულია, არმიის მეთაური, შტაბის უფროსთან ერთად. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა აღნიშნავს, რომ განადგურებულ ქვედანაყოფში შედიოდა სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე მრავალი პირი. – წერია განცხადებაში

კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში რუსი ოკუპანტები მხრიდან ნაწამები, მოკლული და დამარხული ცხედრები იპოვეს.

მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების პირველადი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანია მოკლული.

მსგავსი პოსტები

Back to top button