კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველო

ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბიზნესმენსა და მსახიობს, ლევან ჯიბღაშვილს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. პროკურატურა კი მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნისთვის ედება.  მას ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით აქვს წაყენებული, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button