უკრაინის სოლიდარობის აქცია თელავში
თელავში, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უკრაინის სოლიდარობის აქცია ჩაატარეს. აქციის მონაწილეები უკრაინის დროშებითა და მხარდამჭერი ტრანსპარანტებით, თელავის ცენტრში შეიკრიბნენ.
მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების განმარტებით, უკრაინა ფართომასშტაბიანი დაპირისპირების წინაშეა და საქართველოს მსგავსად, სამხედრო და ჰიბრიდული ომის სამიზნეა.
” რუსეთმა უკრაინაში შეიყვანა ჯარი და უკრაინა უდიდედი საფრთხის წინაშე დგას. რუსეთი აგრძელებს ოკუპაციურ პოლიტიკას და გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რომელიც საქართველოს მსგავსად რუსული აგრესიის მსხვერპლია. 2014 წლის აპრილი3ედან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი დევნილად იქცა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია” განაცხადა – ერთ- ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, გიგი გიგიტელაშვილმა.
უკრაინის მხარდამჭერ აქციას ორგანიზებას, პოლიტიკური მოძარაობა „დროა“ უწევდა.
ანალოგიური აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ტარდება.