მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ტერიტორიები რუსეთმა ისევ დამომბა

უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ჰუმანურობისა და პატიოსნების წინააღმდეგ მებრძოლთა სტატუსს. სარაკეტო თავდასხმა პოლიკლინიკაზე ქალაქ დნიპროში. ამ დროისთვის დაღუპულია ერთი და დაშავებულია 15 ადამიანი. ადგილზე მიმდინარეობს დაშავებულთა გადარჩენისა და დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციის ოპერაციები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც დანგრეული შენობები ჩანს. ზელენსკის თქმით, სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი ორ შენობას გაუჩნდა და, საერთო ჯამში, 500 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ.

უკრაინაში სამ საათს გაგრძელდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული განგაში. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმისთვის გამოიყენეს სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეტევა მოიგერიეს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის თავზე განადგურებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავი და კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაისის დასაწყისიდან კიევზე უკვე მე-13 შეტევა იყო.

რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ღამის სამ საათზე კიევიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა უკრაინის მთელი ტერიტორია. განგაში დილის ექვსი საათისთვის შეწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button